სიახლე! 2026 წლის 20 ოქტომბრიდან სს „საქართველოს რკინიგზის“ ელექტრონულ საოპერაციო სისტემაში „შეფუთვების“ მოდულის (Packing List) ახალი ვერსია რეალურ რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას.

აღნიშნული თარიღიდან დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იქნება, სს „საქართველოს რკინიგზის“ ერთიანი ელექტრონული სისტემის (cargo.railway.ge) მეშვეობით შეავსოს შეფუთვის შესახებ საჭირო ინფორმაცია, რის საფუძველზეც ტვირთის დეკლარირებისთვის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი ინფორმაცია ავტომატურად წარედგინება შემოსავლების სამსახურს.

დეტალებისათვის იხილეთ ინსტრუქცია.