ინსტრუქცია იხილეთ: ინფორმაცია / საცნობარო მასალა / ვაგონების მოცდენის ავტომატური აღრიცხვა.
საქართველოს რკინიგზა 27 სექტემბრიდან სატესტო რეჟიმში სატვირთო გადაზიდვების მომხმარებლებისთვის იწყებს საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის (სმგს) შევსებისა და ელექტრონულ ფორმატში დაფორმირების სერვისზე გადასვლას. გთავაზობთ ეს ყოველივე ოფისიდან გაუსვლელად აღნიშნული საიტის საშუალებით განახორციელოთ
ზემოთაღნიშნული საბუთის (სმგს) გაფორმება სრულად ეფუძნება საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის შევსების წესებს
აღნიშნული სერვისის საშუალებით, თქვენ შეძლებთ ელექტრონულად გადაუგზავნოთ რკინიგზას საბუთი და ელექტრონულადვე მიიღოთ დასტური რკინიგზისგან
ღია მოძრავ შემადგენლობასა და დახურულ ვაგონებში ტვირთის დატვირთვისას, განლაგებასა და დამაგრების სისწორეზე, კლიენტის პასუხისმგებელი პირის მიერ, ამავე სისტემის საშუალებით გაიცემა ელექტრონული დასტური
საბაჟო პროცედურების დასრულების შემდეგ, თქვენ ახორციელებთ ელექტრონულ ხელმოწერას საბუთზე, ამობეჭდავთ ზედნადების კომპლექტს აღნიშნული ვებ-გვერდიდან და წარადგენთ გაგზავნის სადგურში თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში
გაგზავნის სადგური გადაზიდვის დოკუმენტების კომპლექტის გადამოწმების შემდეგ, ახორციელებს მატერიალური ფორმის ზედნადების კალენდარული შტემპელით დამოწმებას და პარალელურ რეჟიმში ახდენს ელექტრონულ სისტემაში რკინიგზის ხელმოწერის დაფიქსირებას
ტვირთი დანიშნულების სადგურში იგზავნება მატერიალური ფორმის დოკუმენტაციის თანხლებით „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შეთანხმების“ მოთხოვნის შესაბამისად
სატესტო რეჟიმში აღნიშნული საბუთის გაფორმება და მასთან დაკავშირებული პროცესების განხორციელება ზემოთ მოყვანილი თანმიმდევრობით შესრულდება
გისურვებთ წარმატებებს !!!
ინსტრუქცია იხილეთ: ინფორმაცია => საცნობარო მასალა => საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის საბუთის (სმგს) ელექტრონულად გაფორმება