ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს   რ კ ი ნ ი გ ზ ა

მომხმარებლის ავტორიზაცია
   
   
 გადაზიდვის ღირებულების გამოთვლის სერვისი  
სს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს გადაზიდვის ღირებულების ზუსტი გათვლის სერვისს

სატვირთო გადაზიდვების კალკულაციის სისტემა მასთან დაკავშირებული პროცედურების მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ოპერატიულობას უზრუნველყოფს

ავტორიზებულ მომხმარებელს ეძლევა საშუალება შეამოწმოს საკუთარი ბალანსი, აკონტროლოს დარიცხვები, გადახდები, დაათვალიეროს გადაზიდვის დავალებები, დარიცხვის ბარათი და  მიიღოს დეტალური ინფორმაცია ვაგონზე არსებული გადაზიდვის დავალების, სამახსოვროსა და სავაგონო უწყისის შესახებ

გადაზიდვის ღირებულების კალკულაციის online სერვისი  მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს სრული ინფორმაცია, ტვირთის გადაზიდვის შესახებ, მის მიერ დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით

აღნიშნული სერვისით გადამზიდავებს შეუძლიათ ზუსტად დაგეგმონ შესაძლო გადაზიდვა სხვადასხვა პირობების და შემადგენლობის სახეობის გათვალისწინებით, კერძოდ: 
 
  სავაგონო და საკონტეინერო გზავნილებისას  
  რეფსექციით ტვირთის გადაზიდვისას
ცარიელი ვაგონების გადაზიდვისას
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ სს ”საქართველოს რკინიგზის” კომერციულ დეპარტამენტს
ტელ.: 19 90 67;  E-mail: satvirto@railway.ge